თემები -პროექტები

2016 წელს IV კლასში გათვალისწინებულია  არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან ნაწყვეტის შესწავლა "სალამურას თავგადასავალი", გადავწყვიტეთ მოთხრობა მთლიანად წაგვეკითხა კვირის განმავლობაში, მოგვეწყო კლასში საკლასო დისკუსია, გვემსჯელა გმირების დადებით და უარყოფით მხარეებზე,  სმარტ დაფაზე ნაჩვენები იქნა მულტიპლიკაციური ფილმი, ასევე ვიყავით ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში, სადაც ბავშვებმა იხილეს სალამურას თავგადასავალი, ბავშვებმა შეადარეს წაკითხული და ნანახი ერთმანეთს და გამართეს მსჯელობა


















თებერვალი.პროექტი- ინტეგრირებული გაკვეთილი.( ქართული ბუნება ხელოვნება) წელიწადის ოთხი დრო)

მოსწვლეები ახდენენ სეზონურ დაკვირვებას და გამოაქვთ დასკვნები რა განსხვავება აქვს წელიწადის ამ ოთხ დროს.

ჯგუფური მუშაობის დროს აღწერენ და ხატავენ  წელიწადის  სხადასხვა დროს.













 

 

 

 

 

 

 

 

კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელ ცხოვრებაში




                          














კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელ ცხოვრებაში

         21-ე საუკუნის ახალმა აღმოჩენამ  "კომპიუტერმა" შეცვალა მსოფლიოს ხედვა თანამედროვე ცხოვრებაში.

      დამერწმუნებით, ალბათ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოსვლამ უფრო სწრფი და ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაციის მიღების წყარო.
      რა სარგებლობა მოაქვს ამ ნივთს? ან მოაქვს თუ არა სარგებლობა "კომპიუტერს"?
         ვფიქრობ, იგი ზრდის ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ადამიანი დღითი  დღე აკეთებს ახალ აღმოჩენას და ეუფლება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
       მოზარდს უვითარდება სწრაფი რეაქციის უნარი, უჩნდება მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;  ამაღლებს ენობრივ კომპენტენციას  თუნდაც- უცხო ენას.
    ამიტომაც სარგებლობს დიდი პოპულარობით მოზარდ   თაობაში ეს  ტექნოლოგიები.
მუსიკა, ინტერნეტინფორმაცია, თამაშები, ფილმები დღეს უფრო მარტივი მისაწვდომია ყველასთვის.
    არიან ადამიანები, რომლებსაც საპირისპირო მოსაზრება აქვთ. მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი მომავალ თაობას, ნაწილობრივ, ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის, საფრთხე ჩნდება წიგნიერებისა.
    ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან, ვფიქრობ, რომ ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეგუება და მეტი კრიტიკის ქარ ცეცხლში ხვდება ესა თუ  ის მოვლენა.
     როგორც ცნობილია, ბილ გეიტსი, წიგნიერი ადამიანი, გახდა ფუძემდებელი თანამედროვე  ტექნოლოგიებისა.
    სწორედაც რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და კომპიუტერულმა ტექნიკამ უფრო აამაღლა ხარისხი მომსახურებისა, გაამარტივა ის, რაც ადამიანისათვის რთული და მიუწვდომელი იყო.
     დღევანდელი თაობაა ზუსტად რომ ქმნის ახალ პროგრამებს, აფართოებს ინტერნეტსივრცის არეალს.
  თუნდაც ის, რომ კომპიუტერითაც შეიძლება ამაღლდეს წიგნიერების დონე.
  ხშირად ვხედავ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ კითხულობენ მოზარდები
კომპიუტერული ტექნოლოგიებიდან სხვადასხვა ლიტერატურას.
მოვიყვან ერთ მაგალითს. საზ. ტრანსპორტში ჩემ გვერდით იჯდა ერთი ყმაწვილი, რომელიც გამალებით კითხულობდა აიპადში რაღაცას. დავინტერესდი, თვალი გამექცა და მეც მოვასწარი რამდენიმე ფრაზის წაკითხვა. მივხვდი, რომ ბიბლიას კითხულობდა.
გამიხარდა. სიამაყით ამევსო გული და გავიფიქრე, რომ მომავალი აქვს წიგნსაც და ნაკითხ თაობასაც.

გაუფრთხილდეთ საქართველოს ბუნებას.








პროექტის სახელი: გაუფრთხილდეთ საქართველოს ბუნებას.

პროექტის მოკლე აღწერა:

2008 წლის აგვისტოს საომარ მოვლენებთან დაკავშირებით ქართლის ტერიტორიაზე განადგურდა და დაიწვა უამრავი ტყე პარკი. რამაც მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულის ტკივილი და აღშფოთება. კლასში დაიგეგმა ერთი დღე სადაც ბავსვები თვითონ მიიღებდნენ მონაწილეობას ტყე პარკის გაშენებაში. ბავშვები მიხვდნენ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების სიმწვანე და ჟანგბადი ადამიანებისთვის.

პროექთის სრული აღწერა:

ბუნების გაკვეთილზე ბავშვებს ვაჩვენე სლაიდი, 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ტყე პარკებიის შესახებ. ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი განეახლებინათ ტყე პარკები და მათი წვლილი შესულიყო ბუნების გამწვანებაში.
დავსვი კითხვა: თუ რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ტყე პარკის განახლებისათვის?
ვისაუბრეთ ბევრი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოცხალი და არა ცოცხალი ბუნება ადამიანისათვის. ბავშვებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეძინათ და მოეპოვებინათ ნარგავები, წავსულიყავით იმ ტერიტორიაზე, სადაც გადამწვარი და გაჩანაგებული იყო ტყე პარკები. თავისი ხელით დაერგათ ახალი ნარგავები, რომელიც მომავალ თაობას დარჩებოდა საუკუნეების მანძლიზე.
წავედით შიდა ქართლში, იმ ადგილას სადაც გადამწვარი იყო ტყე პარკი. ბავშვებმა ორგანიზებულად მშობლების დახმარებით, გაწმინდეს და გაასუფთავეს ის ტერიტორია სადაც უნდა დაერგოთ ახალი ნარგავები. ამოიღეს პატარა ორმოები და დარგეს სხვადასხვა ჯიშის ახალი მცენარეები. ბავშვების სურვილია ყოველ წელს განახორციელონ მსგავსი ქმედებები გაუფრთხილდნენ და განაახლონ საქარტველოს ტერიტორიაზე მცენარეები.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: სამი დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუნების გამწვანება, ფიზიკური შრომა, ორგანიზება. ნერგები: სხვადასხვა ჯიშის.

სარგებელი სხვებისთვის: ეკოლოგიური სისუფთავე. ტყე პარკების გაშენება. ჟანგბადი.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.

პროექტის ფასილიტატორი: ნადეჟდა ( მანანა) ჩიტიაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mananiko.chitiashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий