среда, 27 ноября 2013 г.

კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელ ცხოვრებაში




                          კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელ ცხოვრებაში

         21-ე საუკუნის ახალმა აღმოჩენამ  "კომპიუტერმა" შეცვალა მსოფლიოს ხედვა თანამედროვე ცხოვრებაში.

      დამერწმუნებით, ალბათ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოსვლამ უფრო სწრფი და ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაციის მიღების წყარო.
      რა სარგებლობა მოაქვს ამ ნივთს? ან მოაქვს თუ არა სარგებლობა "კომპიუტერს"?
         ვფიქრობ, იგი ზრდის ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ადამიანი დღითი  დღე აკეთებს ახალ აღმოჩენას და ეუფლება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
       მოზარდს უვითარდება სწრაფი რეაქციის უნარი, უჩნდება მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;  ამაღლებს ენობრივ კომპენტენციას  თუნდაც- უცხო ენას.
    ამიტომაც სარგებლობს დიდი პოპულარობით მოზარდ   თაობაში ეს  ტექნოლოგიები.
მუსიკა, ინტერნეტინფორმაცია, თამაშები, ფილმები დღეს უფრო მარტივი მისაწვდომია ყველასთვის.
    არიან ადამიანები, რომლებსაც საპირისპირო მოსაზრება აქვთ. მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი მომავალ თაობას, ნაწილობრივ, ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის, საფრთხე ჩნდება წიგნიერებისა.
    ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან, ვფიქრობ, რომ ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეგუება და მეტი კრიტიკის ქარ ცეცხლში ხვდება ესა თუ  ის მოვლენა.
     როგორც ცნობილია, ბილ გეიტსი, წიგნიერი ადამიანი, გახდა ფუძემდებელი თანამედროვე  ტექნოლოგიებისა.
    სწორედაც რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და კომპიუტერულმა ტექნიკამ უფრო აამაღლა ხარისხი მომსახურებისა, გაამარტივა ის, რაც ადამიანისათვის რთული და მიუწვდომელი იყო.
     დღევანდელი თაობაა ზუსტად რომ ქმნის ახალ პროგრამებს, აფართოებს ინტერნეტსივრცის არეალს.
  თუნდაც ის, რომ კომპიუტერითაც შეიძლება ამაღლდეს წიგნიერების დონე.
  ხშირად ვხედავ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ კითხულობენ მოზარდები
კომპიუტერული ტექნოლოგიებიდან სხვადასხვა ლიტერატურას.
მოვიყვან ერთ მაგალითს. საზ. ტრანსპორტში ჩემ გვერდით იჯდა ერთი ყმაწვილი, რომელიც გამალებით კითხულობდა აიპადში რაღაცას. დავინტერესდი, თვალი გამექცა და მეც მოვასწარი რამდენიმე ფრაზის წაკითხვა. მივხვდი, რომ ბიბლიას კითხულობდა.
გამიხარდა. სიამაყით ამევსო გული და გავიფიქრე, რომ მომავალი აქვს წიგნსაც და ნაკითხ თაობასაც.



      

Комментариев нет:

Отправить комментарий