პროექტის სახელი: შევძლებთ თუ არა აფიშის დამზადებას? ( აფიშის დამზადება).
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ " პინოქიოს" თავგადასავალი, გაეკეთებინათ ნახატები სიუჟეტის მიხედვით. გვენახა კინო-თეატრების წინ გამოკრული აფიშები. კერძოთ კინო-თეატრ "ამირანში", შემდგომ გვენახა მუტფილმი აფიშის მიხედვით და ყოველივე ამის შემდგომ ბავშვებს თვითონ უნდა დაემზადებინათ "ბუქის" მეშვეობით ინდივიდუალურად აფიშები. ამოეპრინტერებინათ პრეზენტაციისთვის.
დეტალური აღწერა: მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურაში ერთი კვირის მანძილზე უნდა წაეკითხათ" პინოქიოს" თავგადასავალი. დავავალე-ყურადღება მიექციათ საინტერესო სიუჟეტებისატვის, პერსონაჟებისათვის და გაეკეთებინათ პატარა ჩანახატები.
ტექსტისა და ნახატების განხილვის შემდეგ, დავგეგმეთ წავსულიყავით და გვენახა კინო-თეატრ" ამირანის" წინ გამოკრული აფიშები. ბავშვები გულმოდგინედ დააკვირდნენ გამოკრულ აფიშებს. ყურადღება მიაქციეს თითოეულ დეტალს. წარწერებს მაგ:როდის? სად? რომელ საათზე გაიმართებოდა წარმოდგენილი მუტფილმი. ვნახეთ მუტფილმიც.
შთაბეჭდილებების შემდეგ , ბავშვებმა" ბუქის" დახმარებით, ინდივიდუალურად შექმნეს საკუთარი აფიშები, "პინოქიოზე". რა თქმა უნდა, რეკომენდაციებით და პატარა მინიშნებებით ვეხმარებოდი. მაგ: სად უნდა მოეძებნათ სურათი, როგორ უნდა გადმოეტანათ" დესკტოპზე", შემდგომ ვორდის ფაილზე...
შესრულებული დავალების შემდგომ, მოვაწყეთ პრეზენტაცია. მოვიწვიეთ სტუმრები. მოსწავლეებმა დიდი ხალისით და მონდომებით წარადგინეს თავიანთი გაკეთებული აფიშები.
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი II კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: ათი დღე 10ნოემბრიდან-22 ნოემბრამდე
მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება შიქმნას: ლიტერატურული ტექსტის გაცნობა, ფიზიკური და გონებრივი შრომა. ორგანიზება-კოლექტიური სვლა კინო-თეატრში. აფიშის დამზადება.
სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი თვალსაჩინოება
სამუშაო ენა: ქართული ენა
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, კითხვა, ტექსტის გააზრება, ხატვა, ილუსტრირება. აფიშის შექმნა.
პროექტის ფასილიტატორი: ნადეჟდა (მანანა) ჩიტიაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mananiko.chitiashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий