понедельник, 6 января 2014 г.

ბუკით სწავლება

                     
  " ბუკებით სწავლება"
       მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში დანერგილია სასწავლო პროცესში "ნეთბუკების" გამოყენება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს განათლების სისტემაც.
      ხელს უწყობს თუ არა, ახალი თაობის აღზრდას "ნეთბუკების" გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?
      ვფიქრობ," ნეთბუკები" დაეხმარება თანამედროვე სწავლების ეფექტურობას, უფრო სახალისოს და ინფორმაციულს გახდის სწავლების მეთოდს.
 მშობელთა ერთი ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ სწავლების ამგვარი პროცესი ხელს შეუშლის წიგნიერებას.
       აქვეითებს "ნეთბუკი" ბავშვის წიგნიერების დონეს. ?
   ერთი მხრივ, მშობლებმა კარგად უნდა გაიაზრონ თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში და მეორე მხრივ, კომპიუტერის გამოყენება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, გაკვეთილი მეტად ინფორმაციული, საინტერესო, თვალსაჩინო 
და  მრავალფეროვანი გახადოს.
  მოსწავლეები მეტად მოტივირებული და აქტიურად ჩარტულნი არიან საგაკვეთილო პროცესში, როცა მასწავლებელი გაკვეტილზე იყენებს ბუკს; უვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევა; ისინი გამოიმუშავებენ სწრაფი რეაქციის უნარს; უჩნდებათ მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი; უვითარდებათ მხედველობისა და მეხსიერების უნარები. უჩნდებათ სურვილი, წაიკითხონ და გაეცნონ ახალ-ახალ ინფორმაციას.
       მოვიყვან მაგალითს პირადი გამოცდილებიდან. დაწყებით კლასში დავგეგმე გაკვეთილი  " სმარტ" დაფასთან. თემა იყო:" წელიწადის ოთხი დრო". მოსწავლეებს მივეცი დავალება კომპიუტერის გამოყენებით, მოეძებნათ სურათები, მასალა, რომლებიც ასახავდა წელიწადის თითოეულ დროს; ეპოვათ განსხვავება და მსგავსება
ბუნების მოვლენათა ცვალებადობაში, დაეფიქსირებინათ საშუალო ტემპერატურა, წელიწადის თითოეული სეზონის მიხედვით.
          არ დამავიწყდება მათი მონდომება, საქმიანი ფუსფუსი, გაცისკროვნებული თვალები, როცა თვითონ ნახულობდნენ უმნიშვნელო აღმოჩენებსაც კი.
       ჩემი აზრით, წიგნიერების დონის ამაღლებას ასეთი სწავლების მეთოდი უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე, ტრადიციულად, დაგეგმილი გაკვეთილები და გაზეპირებული სასწავლო მასალა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა და უინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий