суббота, 19 декабря 2009 г.

გაუფრთხილდეთ საქართველოს ბუნებას.








პროექტის სახელი: გაუფრთხილდეთ საქართველოს ბუნებას.

პროექტის მოკლე აღწერა:

2008 წლის აგვისტოს საომარ მოვლენებთან დაკავშირებით ქართლის ტერიტორიაზე განადგურდა და დაიწვა უამრავი ტყე პარკი. რამაც მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულის ტკივილი და აღშფოთება. კლასში დაიგეგმა ერთი დღე სადაც ბავსვები თვითონ მიიღებდნენ მონაწილეობას ტყე პარკის გაშენებაში. ბავშვები მიხვდნენ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების სიმწვანე და ჟანგბადი ადამიანებისთვის.

პროექთის სრული აღწერა:

ბუნების გაკვეთილზე ბავშვებს ვაჩვენე სლაიდი, 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ტყე პარკებიის შესახებ. ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი განეახლებინათ ტყე პარკები და მათი წვლილი შესულიყო ბუნების გამწვანებაში.
დავსვი კითხვა: თუ რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ტყე პარკის განახლებისათვის?
ვისაუბრეთ ბევრი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოცხალი და არა ცოცხალი ბუნება ადამიანისათვის. ბავშვებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეძინათ და მოეპოვებინათ ნარგავები, წავსულიყავით იმ ტერიტორიაზე, სადაც გადამწვარი და გაჩანაგებული იყო ტყე პარკები. თავისი ხელით დაერგათ ახალი ნარგავები, რომელიც მომავალ თაობას დარჩებოდა საუკუნეების მანძლიზე.
წავედით შიდა ქართლში, იმ ადგილას სადაც გადამწვარი იყო ტყე პარკი. ბავშვებმა ორგანიზებულად მშობლების დახმარებით, გაწმინდეს და გაასუფთავეს ის ტერიტორია სადაც უნდა დაერგოთ ახალი ნარგავები. ამოიღეს პატარა ორმოები და დარგეს სხვადასხვა ჯიშის ახალი მცენარეები. ბავშვების სურვილია ყოველ წელს განახორციელონ მსგავსი ქმედებები გაუფრთხილდნენ და განაახლონ საქარტველოს ტერიტორიაზე მცენარეები.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: სამი დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუნების გამწვანება, ფიზიკური შრომა, ორგანიზება. ნერგები: სხვადასხვა ჯიშის.

სარგებელი სხვებისთვის: ეკოლოგიური სისუფთავე. ტყე პარკების გაშენება. ჟანგბადი.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.

პროექტის ფასილიტატორი: ნადეჟდა ( მანანა) ჩიტიაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mananiko.chitiashvili@gmail.com

1 комментарий: